შპს „ჯიეს გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრისეილერი
მდებარეობა: ბათუმი
სფერო დისტრიბუცია
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2500ლ + საწვავი
აღწერილობა:
შპს „ჯიეს გრუპი“ წარმოადგენს, სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც პარტნიორია შემდეგი ბრენდების: Panasonic (ელემენტები, ყურსასმენები); Papilon (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია); Luch (საბავშვო და საოფისე კანცელარია); TOFITA (ერთჯერადები, მანქანისა და ოთახის სუნები, სამზარეულოს მოვლის საშუალებები ); ჭურჭელი/კერამიკა; მიკროფიბრები და ა.შ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიერ წინასწარ შედგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ახალი სარეალიზაციო ობიექტების/წერტილების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
- ობიექტების მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი გრაფიკისა და წესების შესაბამისად;
- ობიექტზე პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;
- ინვენტარის განთავსების ორგანიზება ქსელში, არსებულის მდგომარეობის კონტროლი და მათ გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა;
- შეკვეთების გაკეთება შესაბამისი ობიექტის მენეჯერთან შეთანხმებით;
- დაგეგმილი გაყიდვების შესრულების კონტროლი და ანალიზი ყველა ეტაპზე;
- დაგეგმილი აქციების შეთავაზება/გაცნობა მაღაზიებისთვის;
- დებიტორების რაოდენობისა და თანხის ოდენობის კონტროლი;
- ვალების ამოღება და თანხის შემოტანა კომპანიის ანგარიშზე ან/და სალაროში ყოველდღიურად;
- დისტრიბუტორთან კომუნიკაცია და ზედამხედველობა პროდუქციის მიწოდებასა და ობიექტიდან თანხის აღებასთან დაკავშირებით;
- აღმოჩენილ ხარვეზზე/პრობლემაზე ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.
პიროვნული უნარ ჩვევები:
- კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი
- შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე:
jiandsihr@gmail.com ან დაგვიკაშირდეთ ნომერზე: +995 555 80 35 35