„CleanArt Company“ აცხადებს ვაკანსიას „ქიმწმენდის ადმინისტრატორის“ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: 1250 ლარი (ხელზე ასაღები / Net) სამუშაო გრაფიკი – მცოცავი ცვლა: - დილის ცვლა: 08:30 – 15:00
- საღამოს ცვლა: 15:00 – 22:00
- შაბათი: 10:00 – 20:00 (ერთი ადმინისტრატორი)
- კვირა: 10:00 – 20:00 (მეორე ადმინისტრატორი)
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლისგან ტანსაცმლის მიღება და რეგისტრაცია;
- მიღებული ნივთების აღწერა პროგრამაში ან ჟურნალში;
- ინდივიდუალური ნომრის მინიჭება თითოეულ ნივთზე;
- ჩაბარების ქვითრის გაცემა;
- დამუშავებული ტანსაცმლის მზადყოფნის შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირება (ზარი ან შეტყობინება);
- გამზადებული ტანსაცმლის გადაცემა;
- სალაროს მართვა და ზუსტი ფინანსური აღრიცხვა;
- მომსახურების ხარისხზე ზედამხედველობა;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო სივრცის სისუფთავეზე ზრუნვა;
- საჭიროების შემთხვევაში – სხვა ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება.
მოთხოვნები: - კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- სისუფთავის და წესრიგის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: „ქიმწმენდის ადმინისტრატორი“.