"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 50-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike... ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე. სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36 მოვალეობები: - ადამიანური რესურსების მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
- ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესის მართვა და ადმინისტრირება;
- დასწრების ტაბელების წარმოება;
- საბონუსე სისტემის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
- თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
- ტრეინინგების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სახელფასო უწყისის მომზადება.
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებებით ჩაითვლება უპირატესობად);
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel);
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.