წამყვანი ტურისტული კომპანია «CAPITAL GEORGIA TRAVEL», აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურ-მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- უცხო ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინიციატივის გამოვლენის უნარი, მონაწილეობა კომპანიის ტურების შემუშავებასა და ეფექტიან განხორციელებაში
- პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, პრობლემური სიტუაციების სწრაფი გადაწყვეტის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- ტურების ორგანიზება და დაგეგმარება
- ახალი სასტუმროების, რესტორნების, გიდების, მძღოლების, სატრანსპორტო კომპანიების მოძიება.
- სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა ტურისტული ობიექტების მომსახურებების დაჯავშნა და კონტროლი.
- პარტნიორებთან და ტურისტებთან ურთიერთობა.
- გიდებისა და მძღოლების კონტროლი
სამუშაო პირობები:
- ოფიციალური დასაქმება;
- ანაზღაურება ფიქსირებული+ბონუსი (გამოცდილების მიხედვით)
- ახალგაზრდა, მეგობრული, ინტერნაციონალური კოლექტივი;
- პროფესიული და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10.30-დან 19.00 საათამდე