ტექნიკური მენეჯერი
თარიღები: 19 ივნ - 16 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამუშაოთა მწარმოებელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@exolot.ge
"ექსოლოტ ინვესტმენტსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის  პოზიციაზე. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.exolot.ge 

ძირითადი მოვალეობები: 
  • შესყიდული უძრავი ქონების მომავალი მოიჯარის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა (შავი კარკასის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები) 
  • სამუშაოების დაგეგმვა და კონტრაქტორების მოძიება 
  • სამუშაოების დეტალური გეგმის შემუშავება და ვადების განსაზღვრა 
  • სამუშაოს ხარისხის კონტროლი 
  • სამუშაოების ვადების კონტროლი 
  • სამუშაოების ფასების კონტროლი 
  • პრობლემების და შესაძლო შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება 
  • გადაწყვეტილების მიღება მასალებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ 
  • აბონირება/გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ლიცენზიანტებთან ურთიერთობა (წყალი, ელექტროენერგია, გაზი) 
  • მომავალი მოიჯარის ტექნიკურ სასმსახურთან კომუნიკაცია სამუშაოების პროცესში 
  • მეზობლებთან მოლაპარაკებების წარმოება აუცილებლობის შემთხვევაში 

კვალიფიკაცია და უნარები: 
  • ბაკალავრი 
  • MS Office Suite აპლიკაციების ცოდნა: Word, Powerpoint, Excel და ა.შ. 
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი 
  • ძლიერი სამუშაო ეთიკა; სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება 
  • სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციებზე მუშაობის 
 
ბენეფიტები: 
  • ტრენინგები სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით 
  • ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@exolot.ge 
გისურვებთ წარმატებებს!