ოპერატორი ფინანსების მიმართულებით
თარიღები: 17 ივნ - 16 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@sakcable.ge
სს “საქკაბელი” 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს„საქკაბელი“ გთავაზობთ დროებით, საზაფხულო დასაქმებას, მუდმივი დასაქმების პერსპექტივით.

სს “საქკაბელი” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის (ფინანსების მიმართულებით) პოზიციაზე

დასაქმების ხანგრძლივობა: 3 თვე (მუდმივი დასაქმების პერსპექტივით)

ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:
  • კომპანიის სავაჭრო ობიექტებისა და დისტრიბუციდან შემოსული შეკვეთების კორექტირება განსაზღვრული ფასების შესაბამისად
  • სავაჭრო ობიექტებსა და დისტრიბუციაში განხორციელებული დაბრუნებების სისწორის კონტროლი, მათი ასახვა როგორც პროგრამულად, ასევე გააქტიურება RS.GE-ზე
  • კომპანიის სავაჭრო ობიექტების ნაღდი ანგარიშწორებების გასწორება - გაუქმებული ჩეკების აქტების ატვირთვა RS.GE-ზე
  • ახალი კონტრაგენტების პროგრამაში დროულად დარეგისტრირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უნარები/პიროვნული მახასიათებლები
  • მაღალი მოტივაცია და პროფსეიულ ზრდაზე ორიენტაცია
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოპერატორი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge
თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!