კვალიფიციური პირი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 18 ივნ - 27 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი
სამედიცინო:  ლაბორატორია/პათოლოგია სხვა (სამედიცინო) ფარმაცია ფარმაცევტ/პროვიზორი წარმოება/ოპერაციები:  წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა ქიმიური წარმოება ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment3@hh.ge
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) ეძებს კვალიფიციურ პირს ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს სამედიცინო წარმოების ინდუსტრიაში

სამუშაო აღწერილობა:
  • წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის გამოშვება და სერტიფიცირება;
  • წარმოების პროცესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვა და ზედამხედველობა;
  • დოკუმენტაციის წარმოება და საწარმოო პროცესის აუდიტი;
  • პროდუქციის პარტიის შესახებ მონაცემების/ჩანაწერების შემოწმება და დამტკიცება, მათ შორის შესაძლო გადაცდენების შესახებ;
  • მონაწილეობა შიდა და გარე აუდიტორულ შემოწმებებში, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან;
  • ნედლეულის და სხვა სახის მასალების მომწოდებლებზე ზედამხედველობა;
  • გარე მომწოდებლების შეფასება და დამტკიცება;
  • GMP პროცესების დანერგვასა და მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობა, ასევე ზრუნვა მუდმივ სრულყოფაზე;
  • გამოშვებული პროდუქციის სარეალიზაციოდ არ გაშვება/გამოწვევა, შესაბამისი მოკვლევის ჩატარება;
  • აღმოჩენილი ნაკლოვანებების ან/და საჩივრების მოკვლევა, შესაბამისი აღმომფხვრელი ზომების მიღება;
  • საქართველოს კანონმდებლობასთან და GMP მოთხოვნებთან დაკავშირებული სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მაგისტრის ხარისხი ფარმაციის, ფარმაცევტული ქიმიის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის განხრით;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ფარმაცევტის ან ლაბორანტის პოზიციაზე ფარმაცევტული საწარმოს ლაბორატორიაში;
  • საქართველოს კანონმდებლობის და GMP და GDP სტანდარტების (ნაციონალური და EU) მოთხოვნების ცოდნა;
  • აუცილებელია, MS Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • სასურველია ინგლისური ენის B2, ხოლო რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ მეილზე: recruitment3@hh.ge

გისურვებთ წარმატებებს!