HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, პირადი ასისტენტის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიისთვის.ძირითადი მოვალეობები:- დამფუძნებლის კალენდარის მართვა, დღის წესრიგის წარმოება, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ორგანიზება;
- სტუმრების დახვედრის ორგანიზება - მიღება და გამასპინძლება;
- დამფუძნებლის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელის მხრიდან ადმინისტრაციულ, საოპერაციო ნაწილში და სხვა დელეგირებულ საკითხებში ჩართულობა და მათი შესრულება, კომპანიის სხვა რგოლებთან იურისტთან, ბუღალტერთან, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებთან და თანამშრომლებთან საკითხების კოორდინაცია;
- დამფუძნებლის ყოველდღიური საქმიანი საკითხების (Task-ების) შედგენა და კონტროლი;
- შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის, ელ-ფოსტაზე შემოსული წერილების მართვა და მონიტორინგი;
- პროექტების, ვადების კონტროლის და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
- დასაქმების სააგენტოებთან ურთიერთობა და კომპანიისთვის საჭირო კადრების მოძიების უზრუველყოფა;
- კონფიდენციალური დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და ანგარიშების შედგენა;
- კომპანიის ღონისძიებების, კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია.
- დამფუძნებლის მითითებით კონტრაქტორებსა და თანამშრომლებს შორს კომუნიკაციის წარმოება;
- სამივლინებო საკითხების ორგანიზება: ავია ბილეთების შეძენის, სასტუმროს დაჯავშნის და ტრანსფერების ორგანიზება;
- დამფუძნებლის კვების საკითხის უზრუნველყოფა;
- დამფუძნებლების უშუალო დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია პირადი ასისტენტის, დირექტორის ასისტენტის ან დამფუძნებლის თანამშემწის პიზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- MS Office;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:- 5 სამუშაო დღე (10:00-19:00);
- სამედიცინო დაზღვევა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე: recruitment14@hh.ge