სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია
“ნოვა” (
www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „
კატეგორიის სპეციალისტის “ პოზიციაზე
ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი 261.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
- სამუშაო პროცესის წარმართვა და მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროდუქციის დროული მიღება, და კლიენტთა სრული მომსახურება.
- ნებიმიერი პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომელიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს.
- ბაზრის კვლევა სხვადასხვა მიმართულებით: ასორტიმენტი, ფასი და ა.შ. და ბაზარზე არსებული კონკურენტი პროდუქტების შესწავლა;
- ბაზარზე არსებულ მოსალოდნელი ცვლილებებზე, ინოვაციებზე, მიმდიანრე ტენდენციებზე და მოთხოვნად პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიება-დამუშავება; საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ახალ პროქდუქტებზე, ფასდათმობებზე და ა.შ.;
- გაყიდვების ქსელში პროდუქტების დროული განაწილების მონიტორინგი (მათ შორის კომპანიის შიგნით);
- მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;(ჩაითვლება უპირატესად);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ი);
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
სხვა მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა -
2025 წლის 18 ივლისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე
vacancy@nova.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „კატეგორიისსპეციალისტის ბათუმში”.