“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.ჩვენ გთავაზობთ:- სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასის მომსახურებას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:- ანაზღაურება: 1200-1500 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ცვლებში 09:00-18:00/13:00-22:00)
- სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140
მოთხოვნები:- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა - excel, word, outlook;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კარგი ორგანიზაციული უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
მოვალეობები:- კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დასაწყობება;
- საიტზე შემოსული შეკვეთების მომზადება გასაგზავნად;
- ფილიალების მომარაგების მომზადება;
- შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემთა ასახვა და ოპერაციების შესრულება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა https://forms.office.com/e/UK0rLgChEAან გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.geგამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ “საწყობის თანამშრომელი”გისურვებთ წარმატებას!