Ambassador Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა – ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს. ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და დაგვეხმარება ქვეყნის საზღვრების გაფართოებაში–როგორც გეოგრაფიულად, ისე შესაძლებლობების თვალსაზრისით! მდებარეობა: ბათუმი
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვების უზრუნველყოფა;
- 20%-ნი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
- პროფესიული განვითარება;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მარკეტინგში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება);
- აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
- ბრენდინგისა და ვიზუალური კომუნიკაციის საბაზისო ცოდნა — მასალების შეფასება ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით;
- ორგანიზებულობა და პროექტების მართვის უნარი: რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულება, ვადების დაცვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილება.
ძირითადი მოვალეობები: - მარკეტინგული მასალების (კატალოგები, პრეზენტაციები, POS მასალები და სუვენირები) მომზადება, წარმოების კოორდინაცია და მარაგების მართვა;
- სამშენებლო ობიექტისა და გაყიდვების ოფისის ბრენდირება: კონცეფციის შეთანხმება, სამუშაოების ორგანიზება და ხარისხის კონტროლი;
- გარე რეკლამის განთავსება: დიზაინის დამტკიცება, პარტნიორებთან კოორდინაცია და დოკუმენტაციის მართვა;
- გაყიდვების გუნდისთვის საჭირო მასალების მომზადება და განახლება;
- ღონისძიებებისა და გამოფენების მარკეტინგული მასალებით უზრუნველყოფა;
- დიზაინერებთან, მომწოდებლებთან და შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- პროექტების დაგეგმვა და დროული შესრულება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@islandambassadori.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@islandambassadori.com
გისურვებთ წარმატებას!