კომპანია "ლაიონ ავტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე."ლაიონ ავტო აუქციონი" ავტო იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. კომპანიამ ამ დროის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ავტომობილის უსაფრთხოდ ჩამოყვანა უზრუნველყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნულების ადგილამდე.სამუშაო პირობები:სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩაანაზღაურება : ფიქსირებული+ ბონუსიძირითადი მოვალეობები:- მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
- მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
- მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- გაყიდვების ზრდა;
- ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა/წარდგენა.
- კონკურენტი კომპანიების ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- ავტო იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
- გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მართვაში;
- მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
შპს "ლაიონ ავტო " კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისადდაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: career@liongroup.com.geგთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.