გრაფიკული დიზაინერი
თარიღები: 19 ივნ - 18 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 - 3000
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@homer.ge
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ჰოუმერი” (Homer) აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის შესახებ
Homer-ი არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიას წარმოადგენს სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
Homer - ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყველა სიტყვა ძალაშია.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალური ელემენტების კონცეპტუალიზაცია და დიზაინი, მათ შორის: ციფრული რეკლამები, სოციალური მედიის ვიზუალები, ბეჭდური მასალები.
  • არქიტექტორულ მასალებზე (ბინის / სართულის გეგმარების, კორპუსის ჭრილების, რენდერებისა და სხვა ვიზუალური მასალების...) მარკეტინგული საჭიროების მიხედვით, გრაფიკული დიზაინის შექმნა, ბრენდის სტილისა და ვიზუალური იდენტობის გათვალისწინებით.
  • გადატვირთული ინფორმაციის ვიზუალურად მიმზიდველი ხერხით გადმოცემა.
  • ბრენდის იდენტობის გათვალისწინება ყველა ვიზუალში.
  • ელექტრონული პრეზენტაციების და ბროშურების დიზაინი და აწყობა.
  • რუკაზე პროექტებისა და მისი მიმდებარე ობიექტების ლოკაციების აღნიშვნა და ლოგოების დასმა.
  • პროექტის რენდერებზე საფასადე მასალების შესახებ ინფორმაციის დატანა.
  • სართულის გეგმაზე გასაყიდი უძრავი ქონების ინდივიდუალურად მონიშვნა, ვიზუალიზაცია.
  • გენ გეგმაზე სხვა კორპუსებთან დაშორებების მითითება.
  • კორპორაციული ბრენდირებული მასალების დიზაინის მომზადება.
  • სასაჩუქრე ნაკრების კონცეფციის მოფიქრებაში მონაწილეობა და დიზაინის მომზადება.
  • ოფისში ბრენდირებული სივრცეების, სარეკლამო სტენდის, მანიშნებლების დიზაინის კონცეფციის შემუშავება.
  • უშუალო მენეჯერის მიერ დავალებული სხვადასხვა ტიპის დიზაინერული სამუშაოს შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • Adobe Illustrator, Photoshop, InDesign პროგრამების ცოდნა;
  • კრეატიული აზროვნება, ყურადღება დეტალების მიმართ და ვადების დაცვა.
  • გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ანაზღაურება და ბენეფიტები
  • განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება 2,000 – 3,000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
  • ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -19:00 სთ)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV პორტფოლიოსთან ერთად ელ.ფოსტაზე: vacancy@homer.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “გრაფიკული დიზაინერი”.
(დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!

შპს ჰოუმერ გრუპი, (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩხეიძის ქუჩა, N 3; ქალაქი თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N 1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს ჰოუმერ გრუპი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპმა თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.