მძღოლი
1xP PRIORITY ლაბორატორია
თარიღები: 19 ივნ - 18 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი:  მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancyhr30@gmail.com
საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებული ლაბორატორია აცხადებს მძღოლის ვაკანსიას

გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
ანაზღაურება: 1500 (ხელზე ასაღები თანხა)
ბენეფიტები: ჯანრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით, უშუალოდ უფროსის მითითებით საჭირო მასალის დანიშნულების ადგილზე მიტანა.
  • ნიმუშის აღება შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით;
  • მიბარებული სამუშაო ავტომანქანის გამართული და შეუფერხებელი მუშაობა;
  • მიბარებული ავტომანქანით გადასატანი საქონლის დანიშნულების ადგილზე დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა- მექანიკური ტიპის ავტომობილის მართვის შესაძლებლობა;
  • ინგლისურისა და რუსულის საბაზისო დონეზე ფლობა;
  • პუნქტუალურობა

ჩვენ გპირდებით:
  • შესასრულებელი საქმიანობის ადგილზე შესწავლას; გადამზადებას ამ მიმართულებით და სერტიფიცირებას
  • ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • მეგობრულ და მზრუნველ გარემოს

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ლაბორატორიის მძღოლი“. გისურვებთ წარმატებას!

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.