მარკეტინგული და ციფრული მონაცემების ანალიტიკოსი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 19 ივნ - 06 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ანალიტიკოსი (მარკეტინგი)
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
„არქი“-ში ვეძებთ მარკეტინგული და ციფრული მონაცემების ანალიტიკოსს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
ციფრული მარკეტინგის მიმართულებით: 
  • ციფრული კამპანიების მონაცემების შეგროვება და ანალიზი (Facebook Ads, Google Ads, YouTube, TikTok და სხვა); 
  • კონვერსიის Funnel-ების აგება და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება; 
  • ძირითადი მეტრიკების (ROAS, CPA, CTR, CPM, CAC და სხვ.) ანალიზი და რეპორტინგი; ახალი მეტრიკების ინიცირება და მონიტორინგი; 
  • მომხმარებელთა ქცევის ანალიტიკა (Google Analytics, Meta Pixel, Looker Studio, CRM და სხვა), ციფრული კომუნიკაციის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება; 
  • SEO და სოციალური მედიის შედეგების მუდმივი მონიტორინგი, რეპორტინგი; 
  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციები მომზადებაში მონაწილეობის მიღება. 
 
ტრადიციული მარკეტინგის მიმართულებით: 
  • ოფლაინ კამპანიების შემდეგ, მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგი (ზარებისა და ვიზიტების რაოდენობა, გაყიდვებზე გავლენა); 
  • არაციფრულ საკომუნიკაციო არხებზე ციფრული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება; 
  • კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების რეგულარული დაკვირვება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;  
  • აუცილებელია მონაცემთან მუშაობის გამოცდილება Google Sheets-ში და Looker Studio-ში (ან მსგავს პლატფორმაზე); 
  • აუცილებელია Google Analytics-ისა და Meta Ads-ის ცოდნა; 
  • აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა; 
  • ციფრული მარკეტინგის ძირითადი მეთოდებისა და არხების ცოდნა; 
  • სასურველია BI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება. 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის  6 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.