სოციალური მედიის მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 19 ივნ - 06 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
„არქი“-ში ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Tiktok, Linkedin, Instagram); 
  • სოციალური ქსელებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა; 
  • სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; 
  • არსებული სტრატეგიის მიხედვით, ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში აქტიური ჩართულობა; 
  • სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება; 
  • კრეატიული ბრიფების მომზადება; 
  • სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი ტონის, სტილისა და ვიზუალური ენის შერჩევა; 
  • სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი, მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება გაუმჯობესების მიზნით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია, Facebook, LinkedIn, Instagram, Tiktok გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება; 
  • აუცილებელია, ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა. 
  • სასურველია, გამოცდილება მოკლე ვიდეო კონტენტის (TikTok, Reels, Shorts) სცენარების შექმნასა და მომზადებაში 

ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს; 
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;  
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში. 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 6 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.