კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ვებ-გვერდის ადმინისტრატორს
და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- კომპანიის ვებგვერდის და CMS პლატფორმების ადმინსიტრირება და განახლება;
- ვებპროექტების დაგეგმვა და მართვა;
- მარკეტინგის, დიზაინისა და ციფრული ტრანსფორმაციის გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა;
- ვებგვერდის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის მონიტორინგი;
- ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ვებგვერდის ადმინისტრატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ვებპროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ჰოსტინგისა და დომენის მართვის საფუძვლების ცოდნა;
- სასურველია UX/UI პრინციპების ცოდნა;
- სასურველია SEO და ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა (Google Analytics ან სხვა).
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე
2025 წლის 6 ივლისის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.