საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსი
თარიღები: 19 ივნ - 18 ივლ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@technoshop.ge
კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98- სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა,  პროდუქციის ფართო ასორტიმენტი  და  სტრატეგია -ცვლილება უკეთესობისკენ!
,,ბეკო"  აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  ქ. ბათუმი  
ანაზღაურება : 1500 ლარი ( ფიქსირებულს + ბონუსი )
სამუშაო განაკვეთი  : კვირაში სამი დღე 

ზოგადი მოთხოვნები:
  • პროფესიული და/ან უმაღლესი  განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • სერვისში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება   ;
  • მართვის მოწმობა „B”  მექანიკა;

ძირითადი  მოვალეობები:
  • საყოფაცხოვრებო წვრილმანი ტექნიკის (უთო, ბლენდერი, ტელევიზორი, მტვერსასრუტის...) ელეტრო ან  მექანიკური  დაზიანებების დადგენა და აღმოფხვრა ;
  • ტექნიკური მენეჯერისთვის შესაკეთებელი პროდუქციის და სათადარიგო ნაწილების შესახებ რეპორტის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში 

პიროვნული მახასიათებლები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: HR@technoshop.ge

გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის,განსაკუთრებული
ატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი  ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე
ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,  წაშლა და/ან განადგურება.
 მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge 

ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.