უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 19 ივნ - 18 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 7000
გაყიდვები:  უძრავი ქონება სამშენებლო, უძრავი ქონება:  უძრავი ქონების აგენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ArkInvestgeo@gmail.com
„Ark Invest“ წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიას, რომელიც ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და კონცენტრირებულია სექტორის ზრდასა და ინოვაციებზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან, რათა გააძლიეროს და დივერსიფიცირება გაუწიოს ინვესტიციურ შესაძლებლობებს ქვეყანაში.
კომპანიის მისიაა წაახალისოს მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების შემოდინება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე.
„Ark Invest“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით;
  • მომხმარებელთა ბაზის მართვა – მონაცემების მუდმივი განახლება, სიზუსტის და სანდოობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების გუნდის კოორდინაცია და სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობა, რაც სტრატეგიული მიზნების ჰარმონიზაციასა და საერთო მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად;
  • პოტენციური კლიენტებისა და ინვესტორებისთვის უძრავი ქონების ობიექტებზე ვიზიტების ორგანიზება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად, განსაკუთრებით საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობისთვის.

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალურობა და სისწრაფე.


„Ark Invest“ ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ კომპანიის ზრდასა და საერთაშორისო ინვესტორებთან მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 11:00–19:00
ანაზღაურება: 1500-7000+ ლარამდე (სრულიად გამომუშავებით).


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  ArkInvestgeo@gmail.com