მიმტანი
თარიღები: 19 ივნ - 18 ივლ
მდებარეობა: გორი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმტანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Khoragi2025@gmail.com
სურსათის მაღაზიათა ქსელი  აცხადებს ვაკანსიას  მიმტანის პოზიციაზე ქ. გორში

ძირითადი მოვალეობები: 
  • შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება; 
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; 
  • მაგიდის და ჭურჭლის მომზადება; 
  • საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება; 
  • სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება. 

საჭირო უნარები და მოთხოვნები :  
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების ქონა ანალოგიურ სფეროში 
  • სასურველია უცხო ენების- რუსულისა და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაცო დონეზე 
 
დამატებითი ინფორმაცია:  
  • სამუშაო გრაფიკი- სატანდარტული, შესაძლოა მუშაობა ცვლებშიც;  
  • ანაზღაურება-შეთანხმებით.  
  • სამუშაო ადგილი: ქ. გორში მდებარე კვების ობიექტი.  

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე:   Khoragi2025@gmail.com   
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება “მიმტანი “. 
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5  წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.