სურსათის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე გორში
მოვალეობები:
- მაღაზია-ბარის სრული საოპერაციო პროცესის მართვა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- მაღაზია-ბარის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და მასალების შესყიდვების უზრუნველყოფა და მარაგების მართვა
- მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა და მომხმარებლების მაღალი სტანდარტით გამასპინძლების პროცესის მონიტორინგი
- მაღაზია-ბარის მართვის სისტემის ადმინისტრირება და ყოველდღიური ოპერაციების გატარება
- თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა და სხვადასხვა ღონისძიების საორგანიზაციო დეტალების კოორდინაცია
- მაღაზია-ბარში არსებული ტექნიკური მოწყობილობების სწორი ექსპლუატაციის მონიტორინგი
- მაღაზია-ბარში ტექნიკური და სამეურნეო საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და შესრულების უზრუნველყოფა
- სანიტარულ-ჰიგიენური, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების შესრულების მონიტორინგი.
საჭირო უნარები და მოთხოვნები :
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების ქონა ანალოგიურ სფეროში
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: ქ. გორში მდებარე კვების ობიექტი.
- სამუშაო გრაფიკი- სატანდარტული, კვირაში ა/უმეტეს 40 საათისა.
- ანაზღაურება-შეთანხმებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება “მენეჯერი “.
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.