გაყიდვების ხელმძღვანელი
თარიღები: 19 ივნ - 18 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@orbita.ge
შპს „კომპანია ორბიტა“, არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE

შპს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების დეპარტამენტის მართვა და განვითარება;
  • გაყიდვების სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • შედეგებზე ორიენტირებული გაყიდვების გუნდის შექმნა, მოტივაცია და მართვა;
  • გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
  • პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
  • ბაზრის კვლევისა და კონკურენტების ანალიზის ჩატარება;
  • გაყიდვების მაჩვენებლების და შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება უმაღლესი მენეჯმენტისთვის;
  • კლიენტებთან ურთიერთობა, შეთავაზების წარმოება, ვიზიტები და მონიტორინგი;
  • კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების და სხვა დეტალების გაცნობა და პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;  
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მსგავს ან მენეჯერულ პოზიციაზე პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;  
  • აუცილებელია Microsoft Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1C ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ხელფასი:
  • განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

პირობები და ბენეფიტები:
  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • ფიტპასი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების ხელმძღვანელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტას" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!