ERP ადმინისტრატორი
თარიღები: 20 ივნ - 10 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ERP ინტეგრაცია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@primeconcrete.ge
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე. 
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.  
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge 
 
ჩვენ გთავაზოვბთ: 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას  
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს 
 
ვაკანსიის დასახელება: ERP ადმინისტრატორი 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
განაკვეთი: სრული 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • ფინანსების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ERP ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • 1C-ში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
 
მოვალეობები:  
  • 1C -ში შესყიდვების ავტომატიზირებული სისტემების მიმართ მოთხოვნების შესწავლა და ფუნქციონალთან შესაბამისობის ანალიზი. მოთხოვნის აღწერა, დეველოპერზე გადაცემა და სისტემის საბოლოო ფუნქციონალის დოკუმენტირება; 
  • ცალკეული დეპარტამენტებიდან ინფორმაციის შეგროვება დამატებით ფუნქციურ სპეციფიკასთან დაკავშირებით, საპორტთან ერთად ახალი ტექნიკური დავალებების შედგენა, ახალი მოდულის ჩაშვებამდე პროგრამის ტესტირება; 
  • ახალი ფუნქციონალური სპეციფიკის მომხმარებლებისათვის გაცნობა, ინსტრუქციების მიწოდება და დატრენინგება საპორტთან ერთად; 
  • შეცდომით გატარებული დოკუმენტების კორექტირება/გაუქმება, გაცვლების კონტროლი მარაგები -ბუღალტერია, ბუღალტერია-მარაგები; 
  • სასაქონლო ნაშთების კონტროლი მარაგებში და ბუღალტერიაში, სხვადასხვა რეპორტების გაკეთება; 
  • მონაცემების პერიოდული შემოწმება და მონიტორინგი ბუღალტრული ანგარიშების ჭრილში; 
  • თვის დახურვა, ბუღალტრული ოპერაციების გატარებები და პროგრამაში სწორად ასახვა; 
  • მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების აწყობა; 
  • მონაცემთა ბაზების მომხამრებლებისა და მათი უფლებების მართვა 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: 
  • კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი; 
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მენეჯმენტისა და ორგანიზაციული უნარები; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • გამოწვევებთან გამკლავების სურვილი. 


თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 10 ივლისის  ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.