სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში ბუღალტერიის მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-იდან 6 თვემდე
სტაჟირება ანაზღაურებადია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფინანსების/ბიზნესადმინისტრირების კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- MS Office-ის ცოდნა.
მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში გატარება;
- პარტნიორ კომპანიებთან შედარების აქტების მომზადება;
- სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
სტაჟირების დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- დასაქმების პერსპექტივა;
- გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!