ALMAL.GE არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას და აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრობლემური პორტფელის მართვის ოფიცერისაკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
- ინგლისური და რუსული ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
- ვადაგადაცილების მოგვარება და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
- ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
- რეპორტინგი მენეჯმენტთან;
- ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
კომპეტენციები და უნარები:- მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული მეტყველების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 | 5/7ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვითდაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@almal.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://almal.ge