საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 20 ივნ - 08 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს  და მისი ფუნქციები იქნება:
  • ახალი საერთაშორისო პარტნიორებისა და კლიენტების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება;
  • საერთაშორისო ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
  • საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პოპულარიზაციაში ჩართულობა;  
  • საერთაშორისო პორტფელის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა; 
  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
  • პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
  • მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
  • პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
  • მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსულის და ივრითულის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
  • საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ანაზღაურების ძალიან ეფექტიან სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 8 ივლისის  ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.