2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.
ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, მიმტანის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
თვიური ანაზღაურება: 950 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით
- მენიუს ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
- სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
- შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში
- სარესტორნო სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
- სტუმართა ინფორმირება სპეციალური შეთავაზებების შესახებ
- სტუმრებთან ანგარიშსწორების და მსგავსი პროცედურების მართვა
- ეფექტური და დროული კომუნიკაციის დამყარება უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდის წევრებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
- პასუხისმგებლიანობა
- გუნდური მუშაობის უნარები
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
- ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
- უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისითვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.