Novex აცხადებს ვაკანსიას საუნდ ინჟინერის პოზიციაზე დისტანციური მუშაობის ფორმატში. გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ სხვადასხვა აუდიო პროექტში, გაიღრმავოთ პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ხმის ინჟინერიის ან აუდიოს რედაქტირების სფეროში (სტუდიაში, მცირე გუნდში ან დამოუკიდებლად);
- პოპულარულ აუდიო რედაქტორებთან / Digital Audio Workstation-თან (Pro Tools, Ableton, Logic Pro, FL Studio, Reaper, Audacity ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;
- საბაზისო ცოდნა შემდეგ მიმართულებებში: აუდიო მასალის მოჭრა, გარემიქსება, (EQ), კომპრესია, SFX-თან და Foley-თან მუშაობა;
- სხვადასხვა ფორმატის აუდიო ფაილის მომზადებისა და შენახვის (WAV, MP3, AAC და სხვა) უნარი ;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ინსტრუქციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად, ასევე გუნდში შიდა კომუნიკაციისთვის)
- სწრაფად სწავლისა და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტაციის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის უნარი;
- პუნქტუალურობისა და ეფექტური დროის მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- ინიციატივის გამოჩენისა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
- მენტორობას და პრაქტიკულ განვითარებას;
- თანამედროვე აუდიო ტექნოლოგიებთან მუშაობას;
- სრულად დისტანციურ სამუშაო გარემოს;
- 14-დღიან ანაზღაურებად შვებულებას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას აშშ დოლარში, ზრდის პერსპექტივით;
- სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ან რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: media@novex.media