სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 23 ივნ - 16 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის  გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და მართვა ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად;
  • PR კამპანიების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;  
  • საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • პრესრელიზების მომზადება, პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრესბრიფინგების ორგანიზება;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მედიისთვის ინტერვიუს მიცემა და გადაცემებში მონაწილეობის მიღება;
  • კრიზისული სიტუაციების PR გეგმის შემუშავება და შესაბამისი მოქმედებების კოორდინაცია;
  • სხვადასხვა არხებით შემოსული ინფორმაციის მონიტირინგი და შესაბამისი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია - მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება PR-ის მიმართულებით;
  • მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით:https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php      
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.