Novex აცხადებს ვაკანსიას ვიდეო რედაქტორის პოზიციაზე დისტანციური მუშაობის ფორმატში. გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ უამრავ საინტერესო პროექტში, გაიღრმავოთ პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად.მოთხოვნები:- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ვიდეოს მონტაჟსა და პოსტ-პროდაქშენში
- პროფესიული პროგრამების ცოდნა: Adobe Premiere Pro, After Effects, DaVinci Resolve
- უნარები ფერის კორექციაში, ხმის დამუშავებასა და ვიზუალური ეფექტების შექმნაში
- გამოცდილება სხვადასხვა ვიდეო ფორმატებთან მუშაობაში (YouTube, Instagram და სხვ.)
- აუდიოსა და ვიდეოს სინქრონიზაცია, სპეციალური ეფექტებისა და გრაფიკული ელემენტების გამოყენება
- ცოდნა ვიდეოს რენდერისა და ექსპორტისთვის სხვადასხვა პლატფორმისთვის
პერსონალური უნარ-ჩვევები:- დეტალებზე ორიენტაციის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის უნარი;
- პუნქტუალურობისა და ეფექტური დროის მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- ინიციატივის გამოჩენისა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტაციის უნარი.
- პროცესების ორგანიზების უნარი.
რას მიიღებთ:- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება აშშ დოლარში
- 14 კალენდარული დღე ანაზღაურებადი შვებულება
- დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა
- პროფესიონალურად ორგანიზებული სამუშაო პროცესი და განვითარების პერსპექტივა
- წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვიდეოსა და დიზაინის მიმართულებით
ანაზღაურების გადახედვა საცდელი ვადის შემდეგსამუშაო გრაფიკი: ორშაბათი — პარასკევი: 09:00 – 18:00ანაზღაურება: განისაზღვრება გასაუბრების შედეგად, ზრდის პერსპექტივითგადახდა აშშ დოლარში, თვეში ორჯერშენიშვნა:- ვაკანსიაზე გამოხმაურებისას აუცილებლად დაურთეთ:
- ბმულები თქვენი ნამუშევრებისა ან ვიდეოპორტფოლიოს
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ან რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: media@novex.media