საწყობის თანამშრომელი
2xP PRIORITY Inex Group
თარიღები: 23 ივნ - 22 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1100 +ბონუსი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@inex.ge
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის  პოზიციაზე: 
ინექს გრუპი არის საერთაშორისო  გადამზიდავი კომპანია, რომელიც   ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების ,   პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა   და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან:  ამერიკიდან,   ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან,  ჩინეთიდან და სხვა.  ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 3 დღე მუშაობა 3 დღე დასვენება 
ანაზღაურება: 1100 ლარი+ბონუსი

სამუშაო აღწერილობა:
  • სრული კონტროლი კომპანიის საწყობში განთავსებულ ამანათებსა და მასში მიმდინარე პროცესებზე:
  • ამანათების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
  • შემოსული და გასული ამანათების კონტროლი, შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  • ამანათების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება.
  • საწყობის პერიოდული აღწერა, ნაშთების კონტროლი და რეპორტების წარმოება შესაბამის დეპარტამენტთან.

მოთხოვნები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • შესაბამისი ფიზიკური მონაცემები. 

პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა  გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge  სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: „საწყობის თანამშრომელი“ 
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს „ინექს გრუპის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge.
კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!