გარე გაყიდვების სპეციალისტი
თარიღები: 24 ივნ - 23 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@shtigen.com
კომპანია შტიგენ გრუპ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: არასტანდარტული განაკვეთი
ხელფასი: ფიქსირებული + საკომისიო + გეგმის შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსი

ჩვენს შესახებ:
შტიგენ გრუპ ჯორჯია არის განახლებადი ენერგიის სფეროში ინოვაციების ლიდერი, რომელიც გარდაქმის იმ გზას თუ როგორ ამარაგებს საქართველო საკუთარ ენერგეტიკულ მომავალს. ჩვენ მხოლოდ ენერგიის სისტემებს არ ვყიდით - ჩვენ ვაშენებთ მდგრად მომავალს.

შემოგვიერთდი ჩვენს სწრაფად მზარდ და ენთუზიაზმით სავსე გუნდს და გახდი მნიშვნელოვანი მოთამაშე თანამედროვე მზის ენერგიის დანერგვის ეროვნულ პროცესში!

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კომპანიის მზის ენერგიის პროდუქტებისა და სერვისების გარე გაყდვები, Door-to-door, Cold call, Creative Networking მეთოდების მეშვეობით
  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და ურთიერთობების განვითარება, როგორც B2C, ისე B2B მიმართულებით
  • გაყიდვების ციკლის სრული მართვა: პირველადი კონტაქტი და გაყიდვის დასრულებამდე კომუნიკაცია
  • ბაზრის მოთხოვნებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი
  • კლიენტების ბაზის შექმნა, მართვა, მონიტორინგი და განახლება
  • ინფორმირებულობა განახლებადი ენერგიის ტრენდებზე, ინოვაციებზე და ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან

კვალიფიკაცია:
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება, სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის ტექნოლოგიური ან ენერგეტიკული პროდუქტების მიმართულებით
  • ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკება და ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი
  • რთული ტექნიკური კონცეფციების მარტივად და გასაგებად ახსნის შესაძლებლობა
  • როგორც დამოუკიდებლად ისე გუნდთან ერთად სამუშაოს შესრულების უნარი
  • წარმატებული გამოცდილება ცივი ზარების, ლიდების გენერირებისა და კომერციული გარიგებების დახურვის კუთხით
  • მართვის მოწმობა და გადაადგილების შესაძლებლობა ჩაითვლება უპირატესობათ
  • მიზანმიმართული, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, რომელსაც ამოძრავებს წარმატების მიღწევის სურვილი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

რას გთავაზობთ:
  • მზარდი ინდუსტრიის ნაწილის გახდომის უნიკალურ შესაძლებლობას
  • პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და ტრენინგებს
  • მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: hr@shtigen.com