“ბბ ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას “საცალო გაყიდვების მენეჯერი” პოზიციაზე ქ. თბილისში. მოვალეობები: - პოტენციური კლიენტის მოზიდვა, მომსახურება;
- მომწოდებლებთან და დილერებთან კომუნიკაცია;
- არსებული სალიზინგო განაცხადების მიღება და დამუშავება;
- პოტენციური მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
- დოკუმენტური და პირდაპირი ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის სტანდარტულ სალიზინგო განაცხადად გადატანა და მისი წარდგენა განსახილველად;
- სალიზინგო განაცხადის ანალიზის და განხილვის პროცესში შეგროვებული დოკუმენტაციის შესაბამისი წესით შენახვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
- ლიზინგის გაცემის პროცედურაში ჩართულობა;
- პროცედურით გათვალისწინებული რეპორტების შევსება.
მოთხოვნები: - ფინანსურ სექტორში მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.);
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 8 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!