დისტანციური მართვის ოპერატორი
თარიღები: 25 ივნ - 23 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@biodiesel.ge
ჰოლდინგი ბიოდიზელი ჯორჯია აცხადებს აცხადებს ვაკანსიას - დისპეჩერის (დისტანციური მართვის ოპერატორის) პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი;  
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; 
ანაზღაურების ოდენობა: 1500 ლარი; 

ძირითადი მოვალეობები: 
  • მაღალგაბარიტული ავტომობილების, ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულაციების შესაბამისად, გადაზიდვების/გადაადგილების შეუფერხებელად უზრუნველყოფა,  
  • სატრანსპორტო რეგულაციების ნორმატიული აქტების დაცვის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში  საოპერაციო პროცესების ახალი რეგულაციების შესაბამისად შეცვლა . 
  • მარშრუტის კვლევები,  ინსპექტირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. 
  • ავტომობილების გადაადგილების, დატვირთვის, გადმოტვირთვის დროის/ვადების, მათ შორის ონლაინ რეჟიმშიც, კონტროლი. 
  • ავტომობილებისა და მათი მძღოლების მიერ განრიგით დაგეგმილი და გაწეული სამუშაოს დეტალების პროგრამაში დროული-ზუსტი ასახვა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; 
  • ავტოპარკის  ტექნიკურ ჯგუფთან თანამშრომლობა, ავტომობილების სათანადოდ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, დაგეგმილ მარშრუტზე გამგზავრების უზრუნველსაყოფად. 
  • მყისიერი რეაგირება ადგილზე პრობლემატური საკითხების და საგანგებო სიტუაციების წარმოშობისას, კოორდინირება კომპანიის შესაბამის  დეპარტამენტებთან ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად. 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • გამოცდილება სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში. განსაკუთრებით დიდი ზომის ან მძიმე ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • სასურველია საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და ნებართვების მართვის გამოცდილება. 
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა.  
 
უნარ-ჩვევები:  
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი; 
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ CV-ში დეტალურად მიუთითოთ: სამუშაო გამოცდილება, დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და ელ.ფოსტის სათაურის ველში - “subject”-ში პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.