გაყიდვების კონსულტანტი
2xP PRIORITY Cenomi Retail
თარიღები: 24 ივნ - 23 ივლ
მდებარეობა: თბილისი ბათუმი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 500 - 1000 +ბონუსი
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

მისამართი: 
სითი მოლი საბურთალო - პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1
თბილისი მოლი - დავით აღმაშენებლის ხეივანი
ისთ ფოინთი - ალექსანდრე თვალჭრელიძის #2
გლდანი სითი მოლი - ომარ ხიზანიშვილის ქუჩა #27
მერანი მოლი - შოთა რუსთაველის გამზირი #42
Grand Mall ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი: 
  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

ნახევარი განაკვეთი:
  • სამუშაო საათები: კვირაში 30 საათი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 750 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

  • სამუშაო საათები: კვირაში 25 საათი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 625 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

  • სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 500 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

განსახორციელებელი საქმიანობა:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ დაზღვევას
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/l477xpxcfngopuvq?src=Hr.ge
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ლოკაცია და სამუშაო განაკვეთი.