იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "აგროალან ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.მდებარეობა: თბილისისამუშაო გრაფიკი: სრულიანაზღაურება გამოცდილების მიხედვით: ფიქსირებული+ ბონუსისაკვალიფიკაციო მოთხოვნები:- ძაღლისა და კატის საკვების რეალიზაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა)
- უმაღლესი განათლება ;
- გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა; (B1 დონეზე)
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველი და არა აუცილებელი)
ფუნქცია-მოვალეობები:- გაყიდვების გეგმის შესრულება;
- დებიტორული დავალიანების კონტროლი და თანხის ჩარიცხვისთვის ყველა საჭირო ღონისძიების გატარება;
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- კლიენტებთან/მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათ საჭიროებებზე რეაგირება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- არსებული კლიენტების პროდუქციით უზრუნველყოფა და ასორტიმენტის გაფართოება;
- პროდუქციის ნაშთების პროგრამული გადამოწმება;
- შესრულებული დავალებების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის
პიროვნული თვისებები:- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით (CV) ელექტრონულ მისამართზე: operation@agroalangeorgia.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “გაყიდვების მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.