სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშოების 1 კატეგორიის ინჟინერის თანამდებობაზე თანამდებობრივი მოთხოვნები: - უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- რუსული ენის ფლობა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: - MS Office (Word, Excel, PowerPoint)
- MS Outlook ;
- პროგრამა GIS;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები: - ახალი ობიექტების ელექტრომომარაგების და საზოგადოების ქსელის (რეკონსტრუქციის) პროექტირება, ტექნიკური ნორმების გათვალისწინებით;
- პროექტების განხილვა შეთანხმებული დროის ფარგლებში, უსაფრთხოების ნორმების და წესების გათვალისწინებით;
- მაქსიმალურად სრული და სარწმუნო ინფორმაციის მოძიება საპროექტო შენობა- ნაგებობების და საკადასტრო ნაკვეთების შესახებ, შესაბამისი სამსახურების გამოყენებით;
- პროექტების შემოწმება და გადატანა „გის’-ში,ზედ ხაზოვანი ნაგებობების დაფიქსირება , მანძილების გაზომვა და დადგენა რუკების მიხედვით ასევე ადგილზე გასვლით, ემპირიული ფორმულებით მიღებული შედეგების გათვალისწინებით (ძირითადად საჰაერო ხაზებზე) ყველა ძაბვის ქსელის მომხმარებლებისათვის;
- საზოგადოების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და აბონენტების განცხადებებიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უსაფრთხოების ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პროექტის კორექტირებისათვის საჭირო ოპტიმალური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება იმ შემთხვევებში, როდესაც მონაცემები არ ემთხვევა ახალ მისაერთებელ ობიექტებზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას;
- შესრულებული პროექტების შემდეგი დოკუმენტაციის მომზადება: ხაზობრივი ნაგებობების და საპროექტო შენობა-ნაგებობების ნახაზები, განმარტებითი ბარათი და ფოტო მასალები.(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება, შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების სამსახურებრივი დებულების შესაბამისად;
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 09 ივლისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.