ვეხმარებით ბიზნესებს ძირითადი პროცესის ავტომატიზებაში.
ჩვენი მისიაა გავხადოთ რესტორნების მუშაობა უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და მომგებიანი
ცხადდება ვაკანსია
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
რატომ უნდა შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს?
- ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან რესტორნებთან;
- გვყავს წარმომადგენლობები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც — ორი ოფისით ევროკავშირის ტერიტორიაზე;
- ვთავაზობთ შიდა ტრენინგებსა და საორიენტაციო პროგრამებს;
- სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობა მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლებისთვის;
- ანაზღაურება — კონკურენტული, ბაზრის გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მოთხოვნების მიღება და დამუშავება;
- ტექნიკური ვიზიტები კლიენტის ლოკაციაზე;
- კლიენტის სისტემაში ინტეგრაცია და საწყისი კონფიგურაცია;
- სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები და ტექნიკური მხარდაჭერა;
- ინტეგრაციების ტესტირება და ხარისხის კონტროლი;
- მუშაობა ჩვენს CRM სისტემაში და ყველა აქტივობის დეტალური აღრიცხვა.
სამუშაო გრაფიკი:
ჰიბრიდული ფორმატი — საოფისე და დისტანციური მუშაობის კომბინაცია;
თვიური გრაფიკის წინასწარ დაგეგმვა;
მორიგეობითი ცვლები: 2 სამუშაო დღე, რომელსაც მოსდევს 1 დასვენების დღე.
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- გუნდური ღონისძიებები და კორპორატიული შეხვედრები;
- სამუშაო მივლინებები საქართველოსა და უცხოეთში.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი: 1500–2000 ლარი;
დამატებით — მოცულობითი ბონუსური სისტემა შესრულებული შედეგების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე:
HR@restoaudit.geსათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
გისურვებთ წარმატებას!