კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.
ჯიარჯი აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქციები:
- საგზაო-სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- სამუშაო პროცესების კონტროლი დადგენილი გრაფიკით და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
- სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების წესების დაცვა;
- ქვეკონტრაქტორებთან და ზედამხედველ ორგანოებთან კომუნიკაცია.
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
- ადამიანური და ტექნიკური რესურსების სწორად განაწილება;
- ობიექტზე მომუშავე პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი და ეფექტური მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება გზების მშენებლობის მიმართულებით;
- საგზაო სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარომებლის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სამშენებლო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დაგეგმარების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ინიციატორი.
შერჩევის ეტაპები:
- I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
- II ეტაპი - ინდივიდაულური გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციული ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ სამუშაოთა მწარმოებელი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „ჯიარჯ ”-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ჯიარჯი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას