პროექტის მენეჯერი
თარიღები: 27 ივნ - 25 ივლ
მდებარეობა: ზუგდიდი წალენჯიხა მარტვილი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@grgroup.ge
კომპანია „ჯიარჯი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა. 

სამუშაო პირობები: 
  • პოზიციის დასახელება: პროექტის მენეჯერი 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული  
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო (სამეგრელოს რეგიონი: ზუგდიდი, წალენჯიხა, მარტვილი) 
  • ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. 
 
ფუნქციები: 
  • საგზაო სამშენებლო პროექტების დაგეგმარებისა და მართვის პროცესში ჩართულობა; 
  • პროექტთან დაკავშირებულ მხარეებთან კომუნიკაცია (დამკვეთი, საზედამხედველო, ქვეკონტრაქტორი, მომწოდებელი); 
  • პროექტის ბიუჯეტის შემუშავება, ინიცირება და დამტკიცების შემდგომ, ათვისების კონტროლი; 
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის გადახარჯვის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა მენეჯმენტთან შეთანხმებით; 
  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადები კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; 
  • პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მის გამოსასწორებლად კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად; 
  • პროექტის დასრულების შემდგომ დამკვეთისათვის ობიექტისა და შესრულებული სამუშაოების გადაბარების ორგანიზება; 
  • პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე ახალი ხელშეკრულების მოსამზადებლად ინფორმაციის შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება; 
  • ხარჯთაღრიცხვის, ფორმა N2-ს, ფორმა N3-ს, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სამშენებლო ობიექტის პროექტირების ეტაპზე სხვა მნიშვნელოვანი საპროექტო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მოწესრიგების უზრუნველყოფა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი  განათლება საგზაო სამშენებლო მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); 
  • საინჟინრო პროგრამების ცოდნა; 
  • უცხო ენის ცოდნა - ინგლისური. 

პიროვნული უნარები: 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზების უნარი; 
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დაგეგმარების უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • ინიციატორი. 

შერჩევის ეტაპები: 
  • I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა; 
  • II ეტაპი - ინდივიდაულური გასაუბრება. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კორპორაციული ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად  მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ პროექტის მენეჯერი“. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შპს „ჯიარჯ ”-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ჯიარჯი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.  

გისურვებთ წარმატებას