სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ი.აბაშიძის ქ.
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქციები:
- ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
- საწყობებსა და ობიექტებზე მასალების ნაშთების რეგულარული კონტროლი;
- ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
- საქონლის მოძრაობის დოკუმენტაციის შედგენა და გადამოწმება;
- კორდინირებული მუშაობა კომპანიის შესყიდვების, საწყობისა და სამშენებლო ჯგუფებთან;
- ნაშთების დაზუსტება, გადაუმოწმებელი ნაშთების გამოვლენა და ასახვა შესაბამის პროგრამაში;
- პერიოდული ინვენტარიზაციების დაგეგმვა და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკური ან ლოგისტიკური მიმართულების განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დაგეგმარების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
II ეტაპი - ინდივიდაულური გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კორპორაციული ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ ნაშთების მართვის სპეციალისტი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „ჯიარჯ ”-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ჯიარჯი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას