Plumbing ინჟინერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 26 ივნ - 25 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება:  ინჟინერი-არქიტექტორი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
არქიში ვეძებთ Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე სისტემები) ინჟინერს და მისი ძირითადი ფუქნციები იქნება:  
  • პროექტირების კონცეფციისა და მიდგომების შემუშავება, მონაცემების შეგროვება და გადამოწმება; 
  • საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება კონტრაქტის მოთხოვნებისა და მოქმედი ადგილობრივი/საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; 
  • დოკუმენტაციის ტექნიკურ შეფასებაში მონაწილეობა, მიღებული პროექტის რევიზია-ოპტიმიზაცია;  
  • საჭიროების შემთხვევაში , სისტემების საპროექტო ნახაზის (კვანძის) შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა; 
  • პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი; 
  • პროექტის დიზაინის შესაბამისი დანადგარების შერჩევაში მონაწილეობის მიღება; 
  • ადგილზე სისტემატიური ვიზიტის განხორციელება სამუშაოს პროგრესისა და ხარისხის კონტროლის მიზნით; 
  •  არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია; 
  • სამუშაო ნახაზების მონიტორინგი და დროული, დეტალური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან; 
 
ძირითადი მოთხოვნები:  
  • აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4  წლიანი გამოცდილება; 
  • AutoCAD-ის და Revit MEP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება; 
  • MS Office-ის ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა. 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025  წლის 25 ივლისის ჩათვლით:  https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.