კომპანია "სკალა ბიტ აუტ გრუპი " აცხადებს ვაკანსია საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე
თანამდებობა: საქმეთა მწარმოებელი
სამუშაოს მიზანი: ობიექტის მშენებლობის პროცესის ხელმძღვანელობა, სამშენებლო ობიექტის დროულად და ხარისხიანად ჩაბარების უზრუნველყოფა.
მოთხოვნა:
- აღნიშნული მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება
მოვალეობა-ვალდებულებანი:
- ყოველდღიურად, მომდევნო დღისთვის შესასრულებელი სამუშაოების გეგმის შედგენა;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
- დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
- სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
- სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი.
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
- ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- ყოველი თვის ბოლოს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ხელფასების მიწოდება საბუღალტრო დეპარტამენტისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება
- პროექტის მენეჯერთან ყოველდღიური (,,დეილი რეპორტი“) რეპორტინგის წარმოება
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ანგარიშვალდებულია:
- მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე;
- კომპანიის დირექტპრის წინაშე;
- დაქვემდებარებაში ჰყავს:
- სამუშაო ჯგუფის წევრები;
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალი;