საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი, ფერმა და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე:აუცილებელი მოთხოვნები:- საწყობში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
მოვალეობები:- მოახდინოს შეკვეთების დროული შეგროვება;
- პროდუქციის ჩამოტვირთვა და დასაწყობება;
- გაუფრთხილდეს საწყობში არსებულ პროდუქციას;
- შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები.
სამუშაოს გრაფიკი და ანაზღაურება:- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
- ანაზღაურება - ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი 200-400
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass
პიროვნული თვისებები:- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- გუნდურობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lasha.kila@mail.ruშენიშვნა: დასახელების ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: +995 032 2 00 11 55.მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."