მიმტანი
2xP PRIORITY Swissotel Tbilisi
თარიღები: 26 ივნ - 25 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ქართული ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმტანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Sopo.Tsiklauri@accor.com
„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიებს კვებისა და სასმელების დეპარტამენტში (Food & Beverage Dep) მიმტანის პოზიციებზე

Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სასტუმრო შედის Accor ჯგუფში, რომელიც არის ფრანგული საერთაშორისო ჰოლდინგი და აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. 
ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება . 
  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია, სხვა ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • Micros-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა

დამატებითი სარგებელი:
  • კვება
  • ჯანმრეთელობის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება
  • Fit pass
  • ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Sopo.Tsiklauri@accor.com  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს (მიმტანი)  

„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!