ობიექტის სერვის მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 27 ივნ - 20 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  კლიენტების მომსახურების მენეჯერი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქიში“ ვეძებთ ობიექტის სერვის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
  • მომხმარებლის დახვედრა ობიექტზე და გაძღოლა, ბინის, მშენებლობის მიმდინარეობის დათვალიერების მიზნით;
  • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ბინის განლაგების, სამშენებლო მასალების, სარეკრეაციო ზონის და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ;
  • ბინის ჩაბარებამდე, ბინის დათვალიერების უზრუნველყოფა დაინტერესებული მომხმარებლისთვის;
  • მომხმარებელთან ერთად check list- ების შევსება პლანშეტის გამოყენებით;
  • ანგარიშგების სახით უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება ბინის ტექნიკური მდგომარობის შესახებ;
  • არქის მობინადრეთათვის დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია, სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • სასურველია აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა. (საწვავი უზრველყოფილი იქნება კომპანიის მიერ)

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლითhttps://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.