შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე
პოზიციის დასახელება: ოფის მენეჯერი
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 17:30, ერთი საათი შესვენება;
სამუშაოს ადგიმდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: მოლაპარაკების საკითხია, რადგან ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც განიხილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
- მომხმარებლების გადახდის გრაფიკის კონტროლი, გადახის თარიღის შეხსენება, დავალიანების დაფარვის შესახებ შეხსენება;
- დავლიანებებთან და გადახდებთან დაკავშირებით მიმდინარე მდგომარეობის შესახებ რეპორტის მომზადება და მუდმივი კორრდინაცია ფინანსურ დეპარტამენტთან;
- კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
- შეხვედრების ორგანიზება მომხმარებლებთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და სხვა საქმიან შეხვედრებთან დაკავშირებით;
- მომსახურების ხელშეკრულებების და ინვოისების მომზადება;
- კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია (იურისტი, IT მენეჯერი, რეკრუტინგის მენეჯერი, სადზღვევო კომპანია, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი);
- საქართველოს ფოსტასთან ურთიერთობა, ამანათის გაგზავნა / მიღება;
- საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება სხვადასხვა სამსახურისთვის (ტაქსის მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია);
- კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა;
- სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა;
- საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელი მოთხოვნაა Microsoft Office Excel - ის კარგად ცოდნა და დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა;
- პროცესებისა და დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო მობილურ სასაუბრო დროს;
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე:
m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფის მენეჯერი.