ელექტროგადამცემი ხაზების ჯგუფის უფროსის ოსტატი
1xP PRIORITY თელასი
თარიღები: 27 ივნ - 11 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული
ენერგეტიკა:  ენერგეტიკა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@telasi.ge
სს „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის, მაღალი ძაბვის განყოფილების, 35-110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების ჯგუფის უფროსის ოსტატის თანამდებობაზე

ძირითადი მოთხოვნები
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • გამანაწილებელ ქსელში მუშაობის არანაკლებ 1-3 წლის გამოცდილება;
  • საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა; კომუნიკაბელურობა;
  • ქართული თავისუფლად; რუსული საშუალოდ.
  • არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
  • MS Office (Word, Excel, Powerpoint)
  • MS Outlook
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • მონაწილეობას იღებს ელექტროდანადგარების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის კალენდარული გრაფიკების (გეგმების) შემუშავებაში და ახორციელებს კონტროლს გრაფიკების დროულად შესრულებაზე;
  • აკონტროლებს მაღალი ძაბვის ქსელის დათვალიერების პროცესს, ადგენს ტექნიკურ დოკუმენტაციას;
  • აკონტროლებს შესაკეთებელი დანადგარების ტექნიკური დათვალიერების და დაწუნებას პროცესს, ადგენს აღდგენისათვის აუცილებელი სარემონტო სამუშაოების მოცულობას
  • აფორმებს განწესებს და განკარგულებებს სამუშაოების შესრულებაზე;
  • აკონტროლებს დავალებების დროულ დახარისხიან შესრულებას, ოპერაციების ტექნოლოგიურ თანმიმდევრობას;
  • აკონტროლებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და ინვენტარის გამართულობას, მთლიანობას;
  • სამუშაოს დაწყებამდე ატარებს ბრიგადის წევრთათვის მიმდინარე ინსტრუქტაჟს
  • აკონტროლებს სამუშაო ადგილების მომზადებას და სამუშაოზე ბრიგადის 35-110კვ ეგხ-ზე დაშვებას;
  • იბარებს დასრულებულ სამუშაოებს, ამოწმებს შესრულების ხარისხს, აწარმოებს შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;
  • ახორციელებს გახარჯული საწარმოო საჭიროებისათვის მატერიალური რესურსების ჩამოწერას;
  • სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევისას
  • აგრეთვე ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება 35-110 კვ ელექტროგადამცემი ხაზების ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით.
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.