მაღაზიის მენეჯერი
თარიღები: 27 ივნ - 26 ივლ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@atelieroutlet.ge
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ფილიალის, მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში

სამუშო ადგილი: ქ. ბათუმი, გორგილაძის #88
სამუშაო გრაფიკი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

მოვალეობები:
  • მაღაზიის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ახალი დავალებების მიცემა და შესრულებული დავალებების მონიტორინგი, სიახლეების, აქციების და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • დარბაზიდან საწყობში ჩასატანი ნივთების (დაზიანებულები ) კონტროლი და შეფასება
  • საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანის და განლაგების (სექციის, კატეგორიის და ზომების მიხედვით) კონტროლი
  • ერთიდაიგივე პროდუქციაზე სხვადასხვა ფასის კონტროლი და ცენტრალურ საწყობთან აქტიური კომუნიკაცია პრობლემის აღმოსაფხვრელად
  • სისუფთავის კონტროლი დარბაზში და გასახდელებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • გუნდის მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაციის უნარი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „მაღაზიის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.