ბიზნეს პროცესების სპეციალისტი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 27 ივნ - 25 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
სხვა:  ბიზნეს ადმინისტრირება
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • კომპანიის ბიზნეს-პროცესების იდენტიფიცირება, ანალიზი და ოპტიმიზაციის ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეხვედრა, მათი საჭიროებების შესწავლა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
  • დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება, BPMN დიაგრამების აწყობა;
  • ბიზნეს-პროცესების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილებების ინიცირება;
  • ბიზნეს პროცესების თანამშრომლებისთვის გაცნობა;
  • დეპარტამენტთა შორისი შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა; 
  • სასურველია, Visio, Miro ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივლისის  ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.